ABCEG გამგეობის სხდომის 11.12.24 ოქმი

ABCEG წესდება პროექტი

ABCEG სტრუქტურა პროექტი

ABCEG წესდება (მოქმედი)

ვებგვერდის კონცეფცია


ასოციაციის წესდება

პროექტი

არასამეწარმეო (არაკომერციულიიურიდიული პირი - ა(ა)იპ საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია

თავი  ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეკვიზიტები

1.1. „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია “ (შემდგომში – „ასოციაცია“) - არის სამედიცინო ინჟინერიის სფეროში გამოცდილების ან ცოდნის მქონე პირთა გაერთიანება.

1.2. „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციაარის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. ეს წესდება წარმოადგენს ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის დადებული სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მათ ურთიერთთანხვედრ ნებას და სავალდებულო ძალის მქონეა დამფუძნებლებისა და წევრებისთვის.

1.3. ასოციაციის ოფიციალური სახელწოდებაა: ქართულად - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია”, ხოლო ინგლისურად - Non-entrepreneurial (non commercial) Legal Entity „ Association of Biomedical and Clinical Engineers of Georgia (ABCEG).

1.4. ასოციაციის ოფიციალური იურიდიული მისამართია: ა. მირცხულავას ქ. #10/45, 0119, თბილისი, საქართველო.

ასოციაციის ფაქტობრივი მისამართია: ა. მირცხულავას ქ. #10/45, 0119, თბილისი, საქართველო.

1.5. ასოციაციის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი არის: info@abceg.org

1.6. ასოციაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ასოციაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ასოციაცია საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა

2.1. ასოციაციის მიზნებია:

-          ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის განვითარება საქართველოში;

-          ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა სწავლების, განვითარების და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;

-          უწყვეტი განათლების, კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი სემინარების, ტრეინინგების, ვორქშოფების ორგანიზებით. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და მუდმივ განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

-          ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ინტერესების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება;

-          დარგში მოქმედი ორგანიზაციების და კლინიკური ინჟინრების მონაცემთა ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება, მართვა;

-          ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ქცევის წესების, უფლება მოვალეობების შემუშავება და აღსრულების ხელშეწყობა;

-          დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო, ნორმატიული და სტანდარტიზაციის დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა, ინიცირება;

-          სამედიცინო მოწყობილობებთან დაკავშირებული მართვის და მომსახურების მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, ძირითადი პრინციპების შემუშავება;

-          უნიფიცირებული დარგობრივი წესების, ტერმინების, სპეციფიკაციების, შემუშავება და დანერგვა;

-          დარგის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

-          საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ასოციაციის მიზნების უკეთ განსახორციელებლად, მათი გამოცდილების გაზიარება და სათანადო სასწავლო ან/და სარეგულაციო დოკუმენტების შემუსავება;

-          აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანპებთან თანამშრომლობა კონსულტირებისა და საექსპერტო პირობებით;

2.2. დასახული მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევით საქმიანობას, ორგანიზებას უწევს პროექტებს და პროგრამებს, მონაწილეობას იღებს დარგის მარეგულირებელი რეგულაციების და სტანდარტების შექმნაში, ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს, თანამშრომლობს მსგავსი მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციებთან, პირებთან და უწყებებთან, ახორციელებს ასოციაციის მიზნების შესაბამის კანონით ნებადართულ ყველა სხვა სახის საქმიანობას.

2.3. ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

2.4. ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება მის მიზნებს, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

2.5. ასოციაციის სამუშაო ენაა ქართული. საერთაშორისო ურთიერთობისთვის და შეხვედრებისთვის ინგლისური.

2.6. ასოციაციას ყავს ბუღალტერი (ხაზინადარი) და იურისტი.

 

თავი II ასოციაციის წევრობა

მუხლი 3. ასოციაციის წევრი

3.1. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, მიღებული განათლება ან აკადემიური სწავლების გამოცდილება. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი წერილობით ადასტურებს პრაქტიკული გამოცდილების, განათლების, ან აკადემიური სწავლების გამოცდილების არსებობას.

3.2. ასოციაციის წევრობის წესი ასევე ეფუძვნება გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციისა და წევრობის სულისკვეთებას. ნებისმიერი თანამდებობა ღიაა ყველა სათანადო კვალიფიკაციის მქონე განმცხადებლისთვის შეზღუდვის ან დათქმის გარეშე, ისეთი განსხვავებების საფუძველზე, როგორიცაა რასა, ეთნიკური კუთვნილება, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა აზრი, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობა, ქონებრივი, დაბადების ან სხვა სტატუსი.

3.3. პირი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის განვითარებაში, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით და ამ პირის თანხმობით შეიძლება გახდეს ასოციაციის საპატიო წევრი. წესდებით გათვალისწინებული წევრის უფლებები და მოვალეობები საპატიო წევრზე არ ვრცელდება.

3.4. ასოციაციის წევრის მიღების, გასვლის ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა, წესდების შესაბამისად.

3.5. წევრობის კანდიდატი ასოციაციის დამფუძნებელ სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, წესდებაზე ხელმოწერის, ასოციაციაში გაწევრიანებისა და გამგეობის არჩევნებში ხმის უფლება მიანდოს გაწევრიანების მსურველ სხვა კანდიდატს, რომლის უფლებამოსილება დადასტურდება სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

მუხლი 4. ასოციაციის წევრის უფლებამოსილებები

4.1. ასოციაციის წევრი უფლებამოსილია:

ა) წესდების შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის მართვაში;

ბ) დაიკავოს ასოციაციაში ნებისმიერი თანამდებობა;

გ) საერთო კრებაზე ისარგებლოს ხმის უფლებით;

დ) მმართველობით ორგანოებში შეიტანოს წინადადება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შედის ასოციაციის კომპეტენციის სფეროში;

ე) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ გამგეობის მიერ დადგენილი წესით;

ვ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით ისარგებლოს ასოციაციის განკარგულებაში არსებული ყველა რესურსით;

ზ) მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, ღონისძიებებსა თუ პროექტებში; დაესწროს ასოციაციის საერთო კრებას.

თ) გავიდეს ასოციაციიდან;

ი) განახორციელოს ნებისმიერი სხვა უფლებამოსილება, რომელიც გამომდინარეობს ასოციაციის მიზნებიდან.

 

მუხლი 5. ასოციაციის წევრის მოვალეობები

5.1. ასოციაციის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და შეასრულოს მმართველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს და დაიცვას ასოციაციის ავტორიტეტი, სახელი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, ქონება და მის განკარგულებაში არსებული სხვა სიკეთეები;

გ) დათქმულ ვადაში გადაიხადოს საწევრო გადასახადი;

დ) არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ასოციაციაში მისი უფლებების განხორციელების შედეგად.

ე) დაიცვას ასოციაციის პროფესიული ეთიკის კოდექსი მისი საერთო კრების მიერ დამტკიცების შემდეგ.

 

მუხლი 6. ასოციაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

6.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ:

) წევრობიდან გავიდა პირადი განცხადებით;

ბ) მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე;

) სასამართლომ იგი ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) მან გაწევრიანებისას განზრახ წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია;

) პირი გაირიცხა ასოციაციიდან;

) პირი გარდაიცვალა;

ზ) მან დაარღვია წესდებით ან მმართველობის ორგანოს მიერ წესდების შესაბამისად დაკისრებული რომელიმე ვალდებულება და დარღვევა არ გამოასწორა გამგეობის მიერ განსაზღვრულ ვადაში;

თ) მან დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საწევრო შესატანი და ასევე გადააცილა გამგეობის მიერ დამატებით მიცემულ ვადას;

ი) მან განახორციელა ასოციაციის წევრისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ასოციაციის რეპუტაციას ან/და ავტორიტეტს.

6.2. ასოციაციის გამგეობა უფლებამოსილია საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში წევრს შეუჩეროს სტატუსი მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

6.3. სათანადო პირობების არსებობისას, წესდების შესაბამისად შეჩერებული წევრის სტატუსი აღდგება გამგეობის გადაწყვეტილებით შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.

 

თავი III ასოციაციის მმართველობითი ორგანოები

მუხლი 7. საერთო კრება

 7.1. ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება და გამგეობა.

7.2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში.

7.3. საერთო კრების ჩატარების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს და 2 კვირით ადრე კრების დღის წესრიგთან ერთად წევრებს ატყობინებს გამგეობა.

7.4. ასოციაციის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს კრების გახსნამდე მაგრამ არაუგვიანეს მე3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დღის წესრიგის პროექტის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამგეობისგან მოითხოვოს განმარტება, გამოთქვას მოსაზრებები ან მოითხოვოს დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხების შეტანა, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ასოციაციის მიზანთან.

 

მუხლი 8. რიგგარეშე საერთო კრება

8.1. ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე საერთო კრება, რომლის მოწვევის უფლება აქვს:

ა) ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს;

ბ) გამგეობას;

გ) ასოციაციის წევრთა არანაკლებ 10%-ს.

8.2. თუ რიგგარეშე კრების მოწვევის ინიციატორი გამგეობის თავმჯდომარე ან გამგეობაა, ისინი თავად განსაზღვრავენ კრების დღის წესრიგსა და კრების ჩატარების თარიღს, რის შესახებაც ორი კვირით ადრე ატყობინებენ ასოციაციის წევრებს.

8.3. ასოციაციის წევრების ინიციატივით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში ისინი განსაზღვრავენ დღის წესრიგსა და მიმართავენ გამგეობას. გამგეობა მე-2 პუნქტში განსაზღრული წესით ნიშნავს კრებას, რის შესახებაც ატყობინებს სხვა წევრებს.

 

მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება საერთო კრების მიერ

9.1. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასოციაციის წევრი უფლებამოსილია, საერთო კრებაზე დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის უფლება მიანდოს ასოციაციის სხვა წევრს სათანადო წესით წერილობით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე. თუ კრება არ არის უფლებამოსილი დამსწრე წევრთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოიწვევა ახალი კრება ამ წესდებით დადგენილი წესით.

9.2. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9.3. როგორც წესი ხმის მიცემა ხდება ღია კენჭისყრით. გამგეობაში წევრების არჩევის შესახებ კენჭისყრა ტარდება ფარულად. გამგეობა ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა კენჭისყრის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

მუხლი 10. საერთო კრების კომპეტენცია

10.1. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ასოციაციის წესდებაში;

ბ) აირჩიოს გამგეობის წევრები;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ;

დ) დაამტკიცოს ასოციაციის ბიუჯეტი;

ე) დაადგინოს საწევრო გადასახადი და განსაზღვროს მისი ოდენობა და გადახდის წესები;

ვ) დაამტკიცოს ასოციაციის პროფესიული ეთიკის კოდექსი და დისციპლინური წარმოების წესი;

ზ) დაამტკიცოს აუდიტორი;

თ) მოისმინოს, განიხილოს და დაამტკიცოს გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშები;

ი) მოისმინოს კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების ანგარიშები, თუ შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში იქნება შეტანილი;

კ) მიიღოს, ცვლილებები შეიტანოს ან გააუქმოს საერთო კრების რეგლამენტი;

ლ) ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ასოციაციის შიდა აქტების შესაბამისად განეკუთვნება მის კომპეტენციას.

 

მუხლი 11. საერთო კრების წარმართვა

11.1. საერთო კრებას უძღვება გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც კრების გახსნისთანავე ასახელებს კრების მდივანს. გამგეობის თავმჯდომარის არყოფნისას კრებას გაუძღვება გამგეობის დამსწრე უხუცესი წევრი.

11.2. სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს საერთო კრებას სხდომის გახსნასა და დამთავრებას;

ბ) უძღვება სხდომას;

გ) უზრუნველყოფს ასოციაციის წესდებისა და საერთო კრების პროცედურების დაცვას;

დ) განსაზღვრავს სიტყვით გამომსვლელთა რიგითობას;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს მის შედეგებს;

ვ) ახორციელებს წესდებით და ასოციაციის აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11.3. საერთო კრების სხდომის მდივანი აწარმოებს სხდომის ოქმს, ხელს აწერს მას და ახორციელებს ასოციაციის აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. საერთო კრების მდივანი ანგარიშვალდებულია ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.

11.4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილება ძალაში შედის მას შემდეგ რაც ოქმს ხელს მოაწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს:

ა) სხდომის დრო და ადგილი;

ბ) კრების თავმჯდომარისა და მდივნის/მდივნების ვინაობა;

გ) სხდომაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა;

დ) დღის წესრიგი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილებები.

 

მუხლი 12. გამგეობა

12.1. წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ორგანიზაციას მართავს გამგეობა. გამგეობა ხელმძღვანელობს ასოციაციას, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ასოციაციის საქმიანობის ნებისმიერ მიმართულებას და უზრუნველყოფს საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

12.2. გამგეობა შედგება 13 წევრისგან, რომელიც აირჩევა ასოციაციის წევრებისგან საერთო კრების მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გამგეობის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.

12.3. გამგეობის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ნებისმიერ წევრს. კანდიდატები და მათი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევაზე წარედგინება გამგეობას შესაბამისი საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.

12.4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი კანდიდატი მიიღებენ ხმათა თანაბარ რაოდენობას და ასეთი კანდიდატების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ვაკანტური ადგილები, მაშინ ასეთ კანდიდატებს შორის ჩატარდება დამატებითი კენჭისყრა, თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდა, ხელმეორე კენჭისყრაში მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდება წილის ყრით.

12.5. ასოციაციის გამგეობის წევრთა არანაკლებ 1/3 ექვემდებარება ყოველწლიურ როტაციას საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ასოციაციის დაფუძნების ეტაპზე გამგეობის წევრების არჩევისას გამგეობის 4 წევრი აირჩევა 3 წლის ვადით, 4 - 2 წლის ვადით, და დანარჩენი - 1 წლის ვადით. არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ხანგრძლივობა. კანდიდატი, რომელიც ვერ მიიღებს ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობას, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნაკლები ვადით ასარჩევ წევრთა კენჭისყრაში. შესაბამისი ვადით წევრად არჩეულ იქნება ის სამი კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი კანდიდატი მიიღებს ხმათა თანაბარ რაოდენობას და ასეთი კანდიდატების რიცხვი ვაკანტური ადგილებზე უფრო მეტი იქნება, მაშინ ასეთ კანდიდატებს შორის ჩატარდება დამატებითი კენჭისყრა. თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდა, ხელმეორე კენჭისყრაში მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდება წილისყრით.

12.6. პირველი არჩევნები ჩატარდება როტაციის პრინციპით, ხოლო შემდეგ გამგეობის წევრთა უფლებამოსილება იქნება სამწლიანი.

12.7. გამგეობის წევრები ქმნიან კომიტეტებს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით. ასოციაციის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეთიკის კომიტეტის შექმნა სავალდებულოა. გამგეობას შეუძლია თავისი ინიციატივით ან წევრთა 1/10-ის მოთხოვნით შექმნას სხვა კომიტეტებიც. კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის ერთ წევრს შეუძლია იყოს არაუმეტეს 2 კომიტეტის წევრი. კომიტეტის საქმიანობის შედეგები პერიოდულად წარედგინება გამგეობას და ისინი ფორმდება გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კომიტეტის საქმიანობას.

12.8. გამგეობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკუთარი ნებით გადადგომის შემთხვევაში. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეწყდება ასევე ასოციაციის წევრობის დაკარგვის ან საერთო კრების მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, რასაც საფუძვლად შეიძლება დაედოს მის მიერ ასოციაციის წესდების უხეში დარღვევა.

 

მუხლი 13. ასოციაციის გამგეობის წევრები

13.1. ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:

1.      ანდრო ათოშვილი 03001001717

2.      მამუკა ლოლაძე  01011027108

3.      ზურაბ სანიკიძე  61004006239

4.      ზვიად ღურწკაია 62001011009

5.      ირინე გოცირიძე  01005001496

6.      ნუგზარ ღომიძე 61001010121

7.      თეიმურაზ გვალია 60002001371

8.      ვაჟა ჯოხაძე 60001042562 

9.      ზურაბ ათოშვილი 03001001172

10.  დავით აბდუშელიშვილი 01007008186

11.  ლევან ლაზარშვილი 01006000785 

12.  თეიმურაზ ჭედია 19001014124

13.  კახა მახარაძე  61004008456

 

მუხლი 14. გამგეობის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

14.1. გამგეობა იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. გამგეობის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის თარიღს და მის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ატყობინებს გამგეობის წევრებს.

14.2. გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. დასწრება და ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ ვიდეო ჩართვით.

14.3. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმის მიცემა ხდება ღია წესით გარდა გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებისა.

14.4. გამგეობის სხდომას უძღვება თავმჯდომარე რომელიც აუწყებს წევრებს სხდომის გახსნასა და დამთავრებას, განსაზღვრავს სიტყვით გამომსვლელთა რიგითობას, კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს მის შედეგებს.

14.5. ასოციაციის გამგეობა:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობის ყველა მიმართულებას;

ბ) შეიმუშავებს ასოციაციის საქმიანობის პროგრამას;

გ) ამტკიცებს ასოციაციის აკრედიტაციის წესებს;

დ) განსაზღვრავს შტატების რაოდენობას და თანამშრომელთა სახელფასო პოლიტიკას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;

ვ) წყვეტს ასოციაციის ახალი წევრების მიღების, წევრობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საკითხებს;

ზ) შეიმუშავებს ასოციაციის საბიუჯეტო კონცეფციის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;

თ) კონტროლს უწევს თანხების მიზნობრივ განკარგვას;

ი) ადგენს წესდებაში განსახორციელებელ ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;

კ) წესდების შესაბამისად ნიშნავს საერთო კრების თარიღს და ატყობინებს ასოციაციის წევრებს;

ლ) შეიმუშავებს საერთო კრების დღის წესრიგს და წესდებით განსაზღვრული წესით აცნობს ასოციაციის წევრებს;

მ) გადაწყვეტილებას იღებს წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებაზე ან სხვა საჭიროებისთვის თანხის გამოყოფაზე ასოციაციის ქონებიდან;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ო) მოიძიებს დაფინანსებას ასოციაციის მიზნებისათვის და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ასოციაციის საქმიანობის შესახებ. ახორციელებს ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესდებას.

14.6. ასოციაციის გამგეობა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების ფორმით, რომელიც ძალაში შედის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.

 

მუხლი 15. გამგეობის თავმჯდომარე

15.1. გამგეობის თავმჯდომარე არის ანდრო ათოშვილი (დაბ. 01.20.1972 წ. პირადი No: 03001001717, მისამართი: ქ. თბილისი, ა. მირცხულავას ქ. #10/45.

 15.2. გამგეობა, საკუთარი წევრებიდან, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ფარული კინჭისყრით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.

15.3. გამგეობის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, გამგეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ასოციაციის სახელით ავრცელებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს გამგეობის საქმიანობას, ზედამხედველობს გამგეობის გადაწვეტილებების აღსრულებას.

15.4. გამგეობის თავმჯდომარე:

ა) ერთპიროვნულად წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას დასახული მიზნების შესაბამისად;

გ) იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;

დ) ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს;

ე) ახორციელებს ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 16. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

16.1. ასოციაცის ყავს აღმასრულებელი დირექტორი.

16.2. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას, კომიტეტებს, ვებ პლათფორმას, ხელს უწყობს ასოციაციის ორგანოების კოორდინირებულ და ეფექტურ თანამშრომლობას.

16.3. აღმასრულებელი დირექტორის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე მისი შრომის ანაზღაურების წესს ადგენს გამგეობა.

16.4. აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს გამგეობა.

16.5. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობა გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 17. ასოციაციის დამფუძნებლები

 17.1. ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

1.      რაულ კუპრავა 01024029314

2.      ნინო ლომიძე 01ჯ008002718

3.      ანდრო ათოშვილი 03001001717

4.      ალექსანდრე ინასარიძე 01007007023

5.      მამუკა ლოლაძე  01011027108

 

მუხლი 18 ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

18.1. ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18.2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები.

18.3. ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციისა, ასევე ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება. საერთო კრების გადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი
რეგისტრაციის მომენტიდან.


18.4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება
შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.


18.5. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.


18.6. თუ ასოციაციის საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

18.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 19 დასკვნითი დებულებები

19.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

19.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

19.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.







Dinosaur Dinosaur Dinosaur Dinosaur Dinosaur Dinosaur Dinosaur Dinosaur